საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს  სახელმწიფო ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელმწიფო ვიზიტი დასრულდა

ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით სადილი გაიმართა.

ბელარუსის პრეზიდენტს მასპინძლებმა  ქართული ტრადიციული სამზარეულო დააგემოვნებინეს და ადგილობრივმა ანსაბლმა სტუმრებისთვის წარმოდგენა გამართა.

ღონისძიებას საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტები, მათი დელეგაციის წარმომადგენლები  და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ.