სუპერმარკეტ „სმარტში“ რუსთაველის ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, განხორციელდა შენობაში მყოფების ევაკუაცია. დამწვარია სამზარეულოს ჭერის 5 კვადრატული მეტრი ფართი. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი უყურადღებოდ დარჩენილმა ანთებულმა გაზქურამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.