დღეს, ცურიხში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების წყვილები გამოავლინეს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.
კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. პირველ მატჩს კატალონიელები საკუთარ მოედანზე გამართავენ.
ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი ტურინის "იუვენტუსი" - მადრიდის "რეალია". ტურინელები პირველ მატჩს სახლში გამართავენ.