აქციის მონაწილეები სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ საქართველოსაც მოუწოდებენ

აქციის მონაწილეები სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ საქართველოსაც მოუწოდებენ

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან შეკრებილი ეთნიკური სომხები საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მოუწოდებენ, აღიარონ სომეხთა გენოციდის ფაქტი.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოში სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენელმა სანდრო ოჰანიანმა განაცხადა, 100 წლის მომხდარი გენოციდის ფაქტი უმძიმესია მსოფლიო ისტორიაში.

"დღეს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი აღინიშნება. შევიკრიბეთ, რათა თურქეთს შევახსენოთ, რომ "ჩვენ გვახსოვს". ჩვენ მოვუწოდებთ ასევე საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, შეუერთდეს ჩვენს ტკივილს და მათაც აღიარონ სომეხთა გენოციდის ფაქტი, დაგმონ ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ორგანიზატორი საქართველოს პარტნიორი", - განაცხადა სანდრო ოჰანიანმა.

თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, თურქეთმა აღიაროს სომეხთა გენოციდი.