200 ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით "მაღალი დონის პარტნიორი" (Noble Partner) ჩაერთვება.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, 11-25 მაისს წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. წვრთნების ამოცანაა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თავსებადობის ამაღლება.
"ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა. ესაა მრავალეროვანი შეიარაღებული ძალები, რომლის საჭიროების ზონაში გადასროლა შესაძლებელია სწრაფად. "მაღალი დონის პარტნიორზე" (Nობლე Pარტნერ) მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს, იმ დღიდან, როდესაც საქართველომ სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა, შეერთებულმა შტატებმა კი, ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის სპონსორობა ითავა. ეს წვრთნები ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებაა", - აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.