უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირში ახალი წევრების მიღება არ მოხდება. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბერლინში მესამე აღმოსავლეთის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისარმა დასძინა, რომ ამის მიუხედავად, აღნიშნულ პერიოდში მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ გაფართოება არ იგეგმება.
ჰანის განცხადებით, პრეტენდენტი ქვეყნები ასოციაციაში გასაწევრიანებლად თანამშრომლობისთვის, ასევე, ეკონომიკურად მზად უნდა იყვნენ.