საფრანგეთი რუსეთს ფულს დაუბრუნებს, თუკი

საფრანგეთი რუსეთს ფულს დაუბრუნებს, თუკი "მისტრალებს" არ გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს ფულს დაუბრუნებს იმ შემთხვევაში, თუკი "მისტრალებს" არ გადასცემს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ოლანდის თქმით, მას ესმის რუსეთის ლიდერის პოზიცია, რომელმაც დააყენა საკითხი კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდების გადაცემა შეუძლებელია.

კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხს რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები მიმდინარე კვირას ერევანში განიხილავენ. გარიგება ფასდება 1,2 მილიარდ ევროდ, საიდანაც რუსეთმა საფრანგეთს 700 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა.