ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსის პრეზიდენტს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა.
ეს ბელორუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თან ახლავს ბელორუსის სამთავრობო და ბიზნესდელეგაციები. ი სინი საქართველო-ბელორუსის ბიზნენფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის პრეზიდენტი ბათუმსაც ეწვევა.