მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი პროკურატურამ დაკითხამ,თუმცა კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ქეთი ხარძიანს არ უსაუბრია. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ოჯახის ადვოკატმა. როგორც მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, ქეთი ხარძიანის მიერ პროკორატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია კოფიდენციალურია. მისივე თქმით, ქეთი ხარძიანმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის წინა დღეებში მარაბდის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან მოთვალთვალე შლემიანი პირი დაინახა.ქეთი ხარძიანი ბესო ხარძიანის მკვლელობის დღეს მთავარ პროკურატურაში ერთხელ უკვე დაკითხეს. დღეს იგი გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაიკითხა. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ახალ დეტალებს, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.