"ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს"

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, აფრასიძეების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიდის.

"გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პირი დაიკითხება. ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. ადვოკატის ცნობით, ქაჯაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხება.