საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის, უმასპინლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დათვალიერონ ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი აქ არ ცხოვრობს",- აცხადებს აბაშიშვილი.