მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე აღმოჩენილია მეორე დნმ-ის პროფილი. შოთაძის თქმით, ეს არის მინორული დნმ, რომლის იდენტიფიკაციაც ჯერ არ მომხდარა.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გია სოსანაშვილის და მისი ადვოკატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ყოველგვარ ზღვარს გასცდა.
მთავარი პროკურორის მოადგილე იური ვაზაგაშვილის ოჯახს "ამორალური განცხადებების გამო" ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ისინი საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას ვერ შესძლებენ.
"რა თქმა უნდა, მათ უფლება აქვთ, ნებისმიერი კომენტარი აკეთონ, მაგრამ რასაც ამბობენ, სრული ტყუილია. მათი ერთადერთი ამოცანაა, საგამოძიებო პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია. რასაც ვერ შესძლებენ. საქმის გამოძიება ბოლომდე მივა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.
"დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს პროკურატურაში ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ შეიტანა.