"პრეზიდენტს იმხელა სასახლე არ სჭირდება"

მსჯელობა პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო გრძელდება.საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით, ავლაბრის სასახლის ფართობს საპარლამენტო რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილება არ შეესაბამება. კოალიცია ქართული ოცნების წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი და პრეზიდენტის ნების გარეშე არაფერი მოხდება.

"როგორც მოქალაქე ვუყურებ საკითხს რაციონალობის გათვალისწინებით, ანუ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს იმხელა სასახლე თავისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ სჭირდება. ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი, თითქოს ვიღაცა პრეზიდენტს ხელს უგრიხავს, რაც უბრალოდ არასერიოზულია იმდენად, რამდენადაც თავისთავად ცხადია მისი ნების გარეშე არაფერი არ მოხდება" აცხდებს ირაკლი სესიაშვილი.