დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს

დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს

დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაგეგმილ ღონისძიებამდე გააკეთებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

"გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია",-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.