დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა

დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.