"როიტერის" ინფორმაციით, ეგვიპტის ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მას ბრალად ედება ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეების დახოცვის ბრძანების გაცემა. პარალელურად მოძრაობა "ძმები მუსლიმანები", რომლის ლიდერიც იყო მურსი, ეგვიპტელებს მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ. "ეგვიპტის რევოლუცია კრიტიკული პერიოდის წინაშეა. სამხედრო ხუნტა ცდილობს ქვეყანა ქაოსისკენ წაიყვანოს რეპრესიებით, მკვლელობებითა და წამებით", - განაცხადეს "ძმებმა მუსლიმანებმა".
ეგვიპტის მოქმედმა მთავრობამ "ძმები მუსლიმანების" არაერთი მხარდამჭერი და წევრი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი წლის წინ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.