"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ კონსტიტუცის შეცვლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკის მეთაური, ამიტომ რეზიდენცია მის ახალ სტატუსს უნდა შეესაბამებოდეს
"პრეზიდენტის სტატუსს და უფლებამოსილებებს თვისებრივად სწორედ ათონელის რეზიდენცია შეესაბამება, არსებული რეზიდენცია გათვლილი იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველზე, შესაბამისად, გაჩნდა შეუსაბამობა მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია შეიცვალა. დღევანდელი მოდელით პრეზიდენტი აღარ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკის მეთაური, ის არის არსებითად საპარლამენტო სისტემის მეთაური, შესაბამისად, რეზიდენციაც უნდა შეესატყვისებოდეს მის ახალ სტატუსს და კომპეტენციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძე
ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რეზიდენციიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა იძულებით მოხდეს, კობახიძე აღნიშნავს, რომ "სასურველია ყველაფერი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს".
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, შემდეგი ეტაპი კი ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ ალბათ, პრეზიდენტისთვის გადაცემა იქნება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში გადასვლას არ აპირებს.