"პროკურატურა ცდილობს, დაშვებული შეცდომა რამენაირად გამოასწორს"

საქართველოს ექს-პრეზიდეტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი პროკურატურის მიერ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და საგამძიებო უწყებას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. „2005 წელს მოქმედი რედაქციით, მინამალური ზღვარი ამ დანაშაულის ჩადენისთვის იყო 5 წლიდან, დღეს მოქმედი რედაქციით არის 7 წლიდან. მაშინ ამიხსნას ვინმემ, როგორ არის ეს ბრალდებულისთვის შემამსუბუქებელი გარემოება.ისინი ცდილობენ, რომ დაშვებული შეცდომა რამენაირად გამოასწორონ და საზოგადოებას მიაწოდონ აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არიან შესული ჩიხში და ამ ჩიხიდან გამოსასვლელად იგონებენ მორიგ ტყუილებს“, - აცხადებს ჩივიაშვილი