გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე ცოცხი და

გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე ცოცხი და "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის საპარლამენტო ბიუროს კარზე ცოცხი და "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს. 
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გურჯაანიდან  იუწყება. 

მომხდარ ფაქტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა  გურჯაანის გამგებელმა, გია გერგიძემ. გამგებლის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ გააკრა ცოცხი და "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი ბანერები გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე, რომელიც მისი კაბინეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

ამ წუთებში გურჯაანის გამგეობაში "ქართული ოცნების" აქტივისტები იკრიბებიან.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურჯაანში "ანტიკორუფციული კომისია" შექმნეს. პარტიის წარმომდგენელები გუშინ გამგეობის შენობაში მივიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ანტიკორუფციულმა კომისიამ გურჯაანში კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

გარდა ამისა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისიაა განთავსებული, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კვერცხები ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.