ლიბიაში ესპანეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ლიბიაში ესპანეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ლიბიის დედაქალაქში, ესპანეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საელჩოს შენობის ნაწილი. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დიპლომატიური წარმომადგენლობის ღობესთან იყო მოთავსებული.

წინასწარი ვერსიით, თავდასხმა "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა. ლიბიაში ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლებმა ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერეს. ესპანეთის საელჩოს თანამშრომლებმა ლიბია გასულ წელს ზაფხულში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება გამწვავდა.