თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, რიგის სამიტზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს

თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, რიგის სამიტზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს. როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის აჯობებს, რიგის სამიტზე მთავრობა იყოს წარმოდგენილი.

"რიგის სამიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ყველა შტოს ძალიან ინტენსიური ჩართულობაა. თავად პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. რიგაში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურებოდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე საგარეო პოლიტიკური აქტივობა. პრეზიდენტის რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული არა მხოლოდ იმისთვის, რომ რიგის სამიტზე ღირსეულად შეფასდეს არა მხოლოდ საქართველოს პროგრესის, არამედ სამიტმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას. რაც შეეხება კონკრეტულად დასწრებას, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის უფრო აჯობებს, იქ წარმოდგენილი იყოს მთავრობა, შესაბამისად რიგაში გაემგზავრება პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგის 21-22 მაიის გაიმართება, სადაც  საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც დაისმება.