თუ ასეთი გზით წავედით, მსოფლიოს გაოცებას არაერთხელ მოვახერხებთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ათონელის რეზიდენციის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და კითხვას თაობაზე, შესაძლებელია თუ არა, პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენცია იძულებით დაატოვებინონ.
"მეცნიერება იმ დონეზე ავიდა, რომ საბინაო-კომუნალური საკითხები უკვე გლობალურ მასშტაბებს იღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტსა და საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებზე დავკონკრეტდეთ. რაც შეეხება მსოფლიოს გაოცებას, თუ ასეთი გზით წავედით, მე მგონი ამას არაერთხელ მოვახერხებთ", - განაცხადა ფხალაძემ.