აშშ-დან უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად, უახლესი სამხედრო ტექნიკაც ჩამოვიდა."მიგნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთობლივი წვრთნების "ფეარლეს გარდიან-2015"-ის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტექნიკა და სამხედრო ინსტრუქტორები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სხვა ქვედანაყოფების სწავლებებში.
პოროშენკოს განცხადებით, ამერიკასთან უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება და ის კიდევ უფრო ახალ შინაარსს იძენს.