„გაზზე ტარიფი გაძვირდა და იგი გაძვირდა კალაძის ბიზნეს-პარტნიორების ლობირებით“ -ამ განცხადებას „ქართული დასის“ ლიდერი აკეთებს. მისი თქმით, ტარიფის გაზრდილ ნაწილს ბიუჯეტი ფარავს და ეს „ხალხის ჯიბეში ხელის ფათურია“.
„ჩვენი პარტიის ოფისში ქვითრებიც კი მოიტანეს, რომ პურის მცხობელებს გაზი გაუძვირეს 97 თეთრამდე. ანუ დაგეგმილი რაც იყო იმაზე მაღლა და რეალურად ახდევინებენ კიდეც. არის კომპანია „ჩირაღდანი 21-ე საუკუნე“, რომელიც ოპერირებს სოფელ დიღომში და დიღმის მასივში. რომელმაც პურის საცხობებს გაუძვირა გაზი 97 თეთრამდე... ტარიფი რომ გაძვირებულია და ბიუჯეტი ფარავს ამას ხელისუფლებაც ადასტურებს. ისეთი ფორმით აწვდიან მოსახლეობას, თითქოს ამაში მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ბიუჯეტიდან ფარავენ. ამ სიტუაციით კალაძის გუნდი მდიდრდება... ამ ფულს ჩვენი ჯიბიდან იღებენ, მერე ბიუჯეტიდან კალაძის გუნდის ჯიბეში მიდის,“- აცხადებს ბაღათურია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
263
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85