"დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორის, ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს გურჯაანში სხვადასხვა შენობის პიკეტირებას გეგმავს.
როგორც შოშიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაგეგმილია საკრებულოს, გამგეობისა და ქუჩების პიკეტირება. მისი თქმით, დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებს ცდილობს, ხელისუფლების უნიათობის ბრალია.
"ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ხელისუფლების დახმარებით მკვდრეთით აღდგა, დღეს კვლავ ცდილობს პროვოკაციების მოწყობას. ჩვენი ინფორმაციით, დღეს გეგმავენ გურჯაანში საჯარო უწყებების, კერძოდ კი, საკრებულოსა და გამგეობის და ქუჩების პიკეტირებას. თუმცა, სიტუაცია გურჯაანში ამ წუთებშიც დაძაბულია", - აღნიშნა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, პროვოკაციები და გამგეობის შენობის პიკეტირება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე დაიწყო.