ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" და რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს. ამის შესახებ გამოცემა "ხაამა პრესი" იუწყება.
ჰელმანდის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ავღანეთის ხელისუფლებას ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტაცია, რომელიც ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტს ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა "თალიბანის" ლიდერს მულა მუჰამედ ომარს შეურაცხყოფა მიაყენა და "სულელი" და "უვიცი სარდალი" უწოდა. მისივე თქმით, მულა ომარი ღირსი არ არის არც სულიერი და არც პოლიტიკური ნდობისა.
გამოცემის ცნობით, თავის მხრივ "თალიბანის" მეომრებმა მიიღეს ბრძანება, "ისლამურ სახელმწიფოს" ნება არ მისცენ ავღანეთში საკუთარი დროშა აღამართინონ.