გერმანიის ქრისტიანული პარტიების ალიანსი და სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციაა, აპირებს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა აღიაროს, როგორც გენოციდი, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
გამოცემის ცნობით, დღეს აღნიშნული ფრაქციების ლიდერებმა ბუნდესტაგში რეზოლუციის შესაბამისი პროექტი შეათანხმეს, რომლის მიღებასაც 24 აპრილს აპირებენ.
ფრაქციების ყველა წევრის მიერ რეზოლუციაში სიტყვა "გენოციდის" შეტანასთან დაკავშირებით კენჭისყრა 21 აპრილს გაიმართება. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ამ ფორმულირებას მხარს უჭერს.