მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის საიუბილეო სხდომაზე

მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის საიუბილეო სხდომაზე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი 2015 წლის 21 აპრილს, 10:00 საათზე გიწვევთ!!!

ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლის საიუბილეო სხდომაზე.

საიუბილეო სხდომას გახსნის და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;

ინსტიტუტის წარსულს, აწმყოსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრებს ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გიორგი თავაძე;

მოხსენებებითა და მისალმებებით გამოვლენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”-ს დირექტორი უჩა ძოძუაშვილი, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი და სხვანი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52; მეცნიერებათა აკადემიის მეხუთე სართულის სააქტო დარბაზი.