დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ.
ილონ მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია:
შესანიშნავი ახალი კვლევა, რომელიც ლაიმან სტოუნმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ შობადობის წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ გამოიწვია შობადობის ზრდა 42%-ით დაქორწინებულ მართლმადიდებელ ქართველ წყვილებში და მესამე და მეტი შვილის გაჩენის მაჩვენებელი 100%-ით გაიზარდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება!