რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ესპანური გამოცემისგან თანხას - მილიონ რუბლს წიგნში "ცვლილებების დროა" მისი გამონათქვამების ციტირების გამო მოითხოვს.
რუსი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ წიგნში გამოყენებული განცხადება, თითქოს მან სხვადასხვა პოლიტიკური სტრუქტურებისგან, მათთვის სასურველი ღია განცხადებების გაკეთების სანაცვლოდ ფულის მიღება აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება.
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ ჟირინოვსკის საჩივარს მოსკოვის "ზამოსკვორეცკის" სასამართლო 15 მაისს განიხილავს. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაციის გარდა ჟირინოვსკი გამომცემლობისგან, გამოშვებულ წიგნში გამოყენებული მისი განცხადების უარყოფასაც ითხოვს.
წიგნის ავტორი, რომელშიც რუსი პოლიტიკოსის ციტატაა გამოყენებული, ესპანელი ჟურნალისტი რაფაელ პოკ დე ფელია. საკუთარ ნაშრომში მან თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ცხოვრება აღწერა.