საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაესწრო , სადაც ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
"ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის და მას განსაკუთრებით ველოდებით, რადგან ეს დღე ნიშნავს გამარჯვებას, სიკვდილისა და ბოროტების დამარცხებას. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ბევრი სიხარული, გამარჯვება, ფეხზე დადგომა და განახლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.