გლდანში ძლიერი აფეთქება მოხდა

გლდანში ძლიერი აფეთქება მოხდა

ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს დილით გლდანში, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში . ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებამ, რომელიც კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა, რამდენიმე საცხოვრებელი ბინა სერიოზულად დააზიანა.

არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშევლო და სამედიცინო ბრიგადები მუშაობენ. მათ კორპუსიდან დაშავებულები გამოჰყვათ.

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები უკვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მომხდარის  დეტალებს აზუსტებენ.