სააღდგომო მსახურებას პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს

სააღდგომო მსახურებას პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს

სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.

აღდგომის დღის მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა-ლოცვა დაიწყება შაბათს, ღამის 24:00 საათზე. მცხეთაში წასასვლელად მრევლისათვის ავტობუსები გავა 22:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან. აღდგომა დღეს, 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღევლინება და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.