ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურორი შალვა აბულაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურორი შალვა აბულაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატსა და ოჯახს ამ დრომდე არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია შალვა აბულაძის დაკავების შესახებ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბულაძის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა, ესაუბრა საქმის პროკურორ დავით ნეფარიძეს, რომელმაც დაკავების შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"შალვა აბულაძის დაკავება ჩემთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. მას შემდეგ, რაც ეს გავრცელდა, ვესაუბრე საქმის პროკურორს, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა შალვა აბუკლაძის დასაც. სალომე აბულაძის თქმით, ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით მოისმინა და ბორჯომში მყოფ მშობლებს აცნობა.

ამ დროისთვის ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციის შედეგად, ბორჯომში მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ბორჯომიდან თბილისში უნდა გადმოიყვანონ.