არაოფიციალური ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს

არაოფიციალური ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ბორჯომში მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ბორჯომიდან თბილისში გადმოჰყავთ.

თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.