ცხინვალის რეჟიმმა 11-12 აპრილს საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ცხინვალის რეჟიმმა 11-12 აპრილს საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

სააგენტო "რესის" ინფორმაციით, 11-12 აპრილს არ განხორციელდება მოქალაქეთა დაშვება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, 13 აპრილიდან კი "სასაზღვრო" რეჟიმი კვლავა ძველი გრაფიკით იმუშავებს.

კომიტეტში განაცხადეს, რომ 12 აპრილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნება გამარტივებული მიმოსვლა სასაზღვრო ზონაში და მათ საშუალება ექნებათ ეკლესიების, სასაფლაოებისა და ნათესავების მოსანახულებლად ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონებში.