მთავარია, სომხეთის ერთ გაერთიანებაში ყოფნამ და საქართველოს თანამშრომლობამ სხვა კავშირთან, რეგიონში ვითარების გამწვავება არ გამოიწვიოს

მთავარია, სომხეთის ერთ გაერთიანებაში ყოფნამ და საქართველოს თანამშრომლობამ სხვა კავშირთან, რეგიონში ვითარების გამწვავება არ გამოიწვიოს

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პატივის სცემს საქართველოს არჩევანს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანა, სხვადასხვა კავშირებში გაწევრიანებისას, ან თავისი ეროვნული პრიორიტეტული ინეტერესების განსაზღვრის დროს, უნდა გამოდიოდეს იქიდან, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს მთლიანად რეგიონზე. ამის შესახებ სომხეთის ლიდერმა ტელეკომპანია "МИР 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უსაფრთხოება - ეს არის განუყოფელი და ურთიერთშემავსებელი, ვინაიდან 21-ე საუკუნეში იმდენი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოს მარტოს არ შეუძლია მათთან გამკლავება და გაერთიანებებში ყოფნა უბრალოდ აუცილებელია. ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარია, სომხეთის ერთ გაერთიანებაში ყოფნამ და საქართველოს თანამშრომლობამ სხვა კავშირთან არ გამოიწვიოს რეგიონში ვითარების გამწვავება", - განაცხადა სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოზიციაზე ბევრია დამოკიდებული ორ ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. "დარწმუნებული ვარ, არ დადგება დრო, როდესაც საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა გვექნება ამის გამო. ვფიქრობ, საქართველოს ხელმძღვანელობასაც ასე ესმის ვითარება. ჩვენ ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ესკალაციას გამოიწვევდა", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.