პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი გმირი პოლიციელის ოჯახის მიმართ, თითოეულ პოლიციელს მივუსამძიმრო, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია პირადად ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის. ბექა დაიღუპა კრიმინალთან ბრძოლაში და ის არის ჩვენი ქვეყნის გმირი.
აქვე მინდა, კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებული თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ და ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადაგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე მათ პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით, მე ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იქნება უმკაცრესად დასჯილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.