სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„9 აპრილი არის დიდი ქართული ტრაგედიის დღე. 26 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ უზარმაზარ იმპერიას. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლის და ერთიანობის დღედ იქცა, ვისურვებდი ეს ერთსულოვნება ჩვენს ხალხში ყოველთვის ყოფილიყოს“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც მიაგო.