"ჩვენ ალბათ, კიდევ მოგვიწევს გაერთიანება, იმისთვის, რომ ჩვენი ერი გავამთლიანოთ"

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართველებს ალბათ, კიდევ მოუწევთ გაერთიანება, რათა აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გამთლიანდეს.

"მე ნამდვილად მენატრება ასეთი ერთიანობა, როცა მართლაც შეიძლებოდა რომ ადამიანები ყოფილიყვნენ სოლიდარულები საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის იდეის გარშემო. ჩვენ ალბათ, კიდევ მოგვიწევს გაერთიანება იმისთვის, რომ ჩვენი ერი გავამთლიანოთ, ადამიანების გულები, ჩვენი ძმების, აფხაზების და ოსების გულები გავაერთიანოთ, ჩვენ მთლიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.