"26 წლის უკან ამ ადამიანებმა განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავალი"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"იმ დღეებში საქართველო იყო მართლაც ერთიანი. ეს დღე ყველა ქართველს გვხსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ, დავთმოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გმირმა ადამიანებმა თავის შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, მომავალი თაობების თავისუფალ ცხოვრებას. "ამიტომ, დღეს არის როგორც ტკივილის, ასევე დიდი გამარჯვების, დიდი მომავლის დღე, იმიტომ, რომ 26 წლის უკან ამ ადამიანებმა განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავალი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 26 წელი შესრულდა.