„ამ ადამიანებმა აჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა შევწიროთ თავი სამშობლოს“

„ამ ადამიანებმა აჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა შევწიროთ თავი სამშობლოს“

ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს.

„26 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს დღე იქცა მართლაც ტრაგედიად, მაგრამ ამავე დროს, ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლისთვის. მართლაც, ამ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიჩინეს სასწაული თავგანწირვა და გმირობა, აჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვოთ, როგორ უნდა შევწიროთ თავი ჩვენს სამშობლოს. ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, 2 წლის თავზე, ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ასე რომ, ეს არის გამარჯვება ჩვენი ერის. ქედს ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის, მათი ოჯახების წინაშე. ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ყველა უნდა ვღებულობდეთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.