ჯონ ქერი ირანს აფრთხილებს

ჯონ ქერი ირანს აფრთხილებს

ჯონ ქერი ირანს აფრთხილებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  ჯონ ქერი ირანს აფრთხილებს,  იემენში მებრძოლ შიიტ ჰუსიტებს დახმარება არ გაუწიოს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

იემენის სანაპიროებთან, გუშინ ირანული საზღვაო ხომალდი გამოჩნდა. ხომალდის მეთაურის თქმით, მათი იემენში შესვლა რეგიონში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კი აცხადებს, რომ თეირანის მიერ ჰუსიტების მხარდაჭერა ნათელია. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი დაეხმარება ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანისგან საფრთხეს იგრძნობს და არ შეეგუება ირანის მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევას.

იემენში ქვეყნის არმიასა და ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ჰუსიტები ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას და მოქმედი მთავრობის გადაყენებას ცდილობენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში იემენის ხელისუფლებას საუდის არაბეთი და აშშ ეხმარება.