რუსული მედია ბორის ნემცოვის მკლელობაში ანნა დურიცკაიას მონაწილეობაზე წერს

რუსული მედია ბორის ნემცოვის მკლელობაში ანნა დურიცკაიას მონაწილეობაზე წერს

რუსული მედია ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკლელობაში მისი მეგობარი გოგონას, უკრაინელი მოდელის ანნა დურიცკაიას მონაწილეობაზე წერს. 

"გაზეტა.რუს" ცნობით, უცნობი წყარო აცხადებს, რომ მკვლელობის დროს დურიცკაიას ორი მობილური ტელეფონი ჰქონდა თან, რომელთაგანაც ერთ-ერთი გადააგდო. უცნობი წყაროს ცნობით, როგორც მკვლელობის ადგილას ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, დურიცკაია მიუახლოვდა ნაგვის ურნას და ჯიბიდან ამოღებული ნივთი გადააგდო. მოგვიანებით, სანაგვე ურნა შეამოწმეს და აღმოაჩინეს მობილური ტელეფონი, რომელიც დურიცკაიას ეკუთვნოდა. 

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას თან ახლდა უკრაინელი მოდელი, ანნა დურიცკაია.