ჭუბერთან, მდინარე ენგურმა ავარიის დროს, 2 წლის წინ დაკარგული ტყუპისცალი გოგონას ცხედარი გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , დადასტურებულია, რომ ცხედარი დაკარგული გოგონასია.
ავარია სვანეთში, კერძოდ, სოფელ ჭუბერში 2013 წლის ივლისში მოხდა. რუსეთიდან დაბრუნებული ოჯახი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
ოჯახის წევრებთან ერთად, ავტომობილში 24 წლის დები - თათია და ნათია სახოკიები ისხდნენ, რომლებიც რუსეთიდან ბაბუის დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ. სენაკში, ბაბუის დაკრძალვის შემდეგ, სვანეთში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა და ავტომობილი ენგურში გადავარდა.