სენაკის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

სენაკის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

სენაკის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, წაღებულია თანხა, რომელიც მძღოლს თან ჰქონდა.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი პირის კერძო საკუთრებაში იმყოფებოდა და მგზავრები არ გადაჰყავდა. 

შსს-ში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მძღოლი. სამინისტროში არც იმას აკონკრეტებენ, რა თანხაა წაღებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.