თბილისში ნიგერიის ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

თბილისში ნიგერიის ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაჟა - ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამის სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტის სიკვდილის მიზეზი, მხუთავი აირის გაჟონვა გახდა, უბედური შემთხვევა კი, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

გარდაცვლილთა მეგობრების თქმით, სტუდენტები ორი დღე არ გამოჩენილან, შემდეგ პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველებმა კი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს.

ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.