ჭუბერთან, მდინარე ენგურმა ავარიის დროს, 2 წლის წინ დაკარგული ტყუპისცალი გოგონას ცხედარი გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , დადასტურებულია, რომ ცხედარი დაკარგული გოგონასია.
ავარია სვანეთში, კერძოდ, სოფელ ჭუბერში 2013 წლის ივლისში მოხდა. რუსეთიდან დაბრუნებული ოჯახი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
ოჯახისწევრებთან ერთად, ავტომობილში 24 წლის დები - თათია და ნათია სახოკიები ისხდნენ, რომლებიც რუსეთიდან ბაბუის დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ. სენაკში, ბაბუის დაკრძალვის შემდეგ, სვანეთში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა და ავტომობილი ენგურში გადავარდა.