მსახიობი გიორგი ნაკაშიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავება გუშინ ვორონცოვზე მოხდა, სადაც ნაკაშიძე პოლიციასთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავად მივიდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი, პოლიციამ იგი განყოფილებაში გადაიყვანა.
ნაკაშიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლთ ედავებიან.
მსახიობის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება.