საპატრულო პოლიცია კობა ხაბაზის მითითებებს ასრულებს

საპატრულო პოლიცია კობა ხაბაზის მითითებებს ასრულებს

რამდენიმე საათის წინ, "თავისუფალი ზონის" წევრების მითითებით, პოლიციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილე, მალხაზ  ჩემია დააკავა. თვითმხილველთა თქმით, რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მხრდამჭერთა გამოჩენამ 9 აპრილის 26 წლისთავის აღსანიშნავად შეკრებილი საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე თათბირი გამართეს კობა ხაბაზის თანმხლებ პირებთან და სწორედ ამის შემდეგ მიიღეს მალხაზ ჩემიას დაკავების გადაწყვეტილება.